მკითხველთა კლუბი

მკითხველთა კლუბი "მერმისი"

2015 წლის იანვარში სკოლა "ორნატის მოსწავლეებს გაუჩნდათ იდეა
დაეარსებინა მკითხველთა კლუბი, რომელსაც სახელად უწოდეს "მერმისი".
კლუბის კურატორი ვარ მე , ნესტან გოგოლაძე.
 ამ პერიოდიდან მოყოლებული საკლუბო მუშაობაში  აქტიურად არიან ჩართულნი სკოლა "ორნატის"  მოსწავლეები, ვიკრიბებით ორ კვირაში ერთხელ, ვკითხულობთ წიგნებს, ვაანალიზებთ, ვმსჯელობთ , ვგეგმავთ სხვადსხვა ღონისძიებას.







მკითხველთა კლუბ ,,მერმისის
წესდება
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს მკითხველთა კლუბ ,,მერმისის“’ ძირითად პრინციპებსსაქმიანობის მიმართულებებსკლუბის ხელმძღვანელისწევრის უფლება-მოვალეობებს.
მუხლი2. მკითხველთა კლუბის მიზნები და ამოცანები
მკითხველთა კლუბის მთავარი მიზნებია:
1.მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.
2.მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება.
3.კულტურათაშორისი კავშირების ძიება,კულტურათა დიალოგი.
4. კითხვისა და კრიტიკული აზროვნებისგანსჯისა და წვდომის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
5.მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება
6.ზეპირმეტყველების ,აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევებისმოსმენის კულტურის,სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება.
7.ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემის უნარის განვითარება.
მუხლი 3. მკითხველთა კლუბის ფუნქციები:
1. მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა ტიპის  წერილობითი ტექსტის წაკითხვამათში მოცემული ინფორმაციის გაგება ,გააზრება და გამოყენება.
2.სხვადასხვა აქტივობის დაგგმვა-განხორცელებაშეხვედრებისწაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება.
3. ლიტერატურის სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
მუხლი 4. მკითხველთა კლუბის წევრობა
1.მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე,რომელიც გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს.
2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და მკითხველთა კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კლუბის წევრიც.
მკითხველთა კლუბის წევრს უფლება აქვს:
მონაწილეობდეს მკითველთა კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში
ისარგებლოს მკითხველთა კლუბის ყველა რესურსით.
მკითხველთა კლუბის კურატორი
მკითხველთა კლუბს კურატორია ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგი რომელიც გამოხატავს ინიციატივასმზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას.
კურატორი  მიმართულებას აძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას.
ზრუნავს მკითხველთა კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისათვის.
კლუბის სამუშაო პერიოდი
კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს .
კლუბი იკრიბება ორ კვირაში ერთხელ.
კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.


კლუბის მუშაობის მიზანი
მოზარდებში მხატვრული ლიტერატურით დაინტერესება, წიგნიერების დონის ამაღლება , მიდიაწიგნიერების განვითარების , თანამშრომლობითი, ანალიზის, კრიტიკული აზროვნების, წერითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.

კლუბის სტრუქტურა:
 ლიდერი მოსწავლეკურატორი მასწავლებელიკლუბის წევრები.

კლუბის კურატორი ნესტან გოგოლაძე





                            მკითხველა კლუბ  „მერმისის“    სამოქმედო გეგმა

#
       აქტივობა
პერიოდი
შემსრულებელი ორგანიზატორი
აქტივობების
განხორციელების
ინდიკატორი
კომენტარი/
  /შენიშვნა
1

2018-2019 სასწავლო წლის პირველი შეხვედრა
18 ოქტომბერი


კლუბის კურატორი კლუბში გაწევრიანების მსურველები
კლუბის წევრთა განცხადებების განცხადებების შევსება. წესდების გაცნობა, სამოქმედო გეგმის განსაზღვრა.
შეხვედრების დაგეგმვა.
2

რიჩარდ ბახის მოთხრობის "თოლია ჯონათან ლივინგსტონის" წაკითხვა, გაგება-ანალიზი .
26 ოქტომბერი


კლუბის კუარტორი, კლუბის წევრები.
კურატორი მასწავლებელი მოსწავლეებს მიაწოდებს თაბახის ფურცელზე დაბეჭდილ ტექსტს, ფურცლებს, კალმებს, წაიკითხავენ ტექსტს, კურატორი მასწავლებელი წარმართავს მსჯელობას, სვამს გაგებაზე ორიენტირებულ კითხვებს, მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს და მსჯელობენ წამოჭრილ პრობლემაზე.
 4დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში წაკითხვა "სოლომონ მორბელაძისა" 9  ნოემბერი
5წაკითხვა-განხილვა ჰემინგუეის მოთხრობისა "მოხუცი და ზღვა"23 ნოემბერი
67 დეკემბერი

               


   
აქტივობა
პერიოდი
შემსრულებელი ორგანიზატორი
აქტივობების
განხორციელების
ინდიკატორი
კომენტარი/
  /შენიშვნა

7
 თემურ ბაბულუანის „მზე , მთვარე და პურის ყანა“ - განხილვა

21 დეკემბერი 2018 წელი

8

ფილმის ნახვა „მკვდარი პოეტების საზოგადოება“
18 იანვარი, 2019 წელი

9
 გი დე მოპასანის მოთხრობის „შეშლილი ქალი“ წაკითხვა გაანალიზება

1 თებერვალი, 2019 წელი

10
 დავით შემოქმედელის მოთხრობის „ცოდვის ტირილი“ წაკითხვა გაანალიზება

15 თებერვალი 2019 წელი
11

 რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ლარას“ წაკითხვა გაანალიზება“

.1 მარტი, 2019 წელი

12

 მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების „კურკას ქორწილი“ და „მეჩექმე გაბო“ წაკითხვა გაანალიზება
15 მარტი
13


 თეატრში სტუმრობა სპექტაკლის „სახლი საზღვარზე“ სანახავად


28  მარტი
14


 კონკურსი „ჩვენც შეგვიძლია ვწეროთ“


12 აპრილი
მოსწავლეების სურვილით მოვაწყვეთ კონკურსი მკითხველთა კლუბის წევრებს შორის ვინ უფრო  საინტერესო მოთხრობას დაწერდა.
15
 ტერენტი გრანელის პოეზიის გაცნობის მიზნით მისი ლექსების კითხვა-განხილვა
3 მაისი
16
გურამ რჩეულიშვილის მოთხრობების „ნელი ტანგო“ და „მუნჯი ახმედი და სიცოცხლე“ კითხვა-განხილვა
17 მაისი
17
 კონსტანტინე გამსახურდიას მოთხრობის „ზარები გრიგალში“ კითხვა-განხილვა
31 მაისი

18
  კლუბის მუშაობის შეჯამება, შთაბეჭდილებების გაზიარება, კითხვარების შევსება, მშობლებთა შეხვედრა მათი აზრის მოსმენისა და კითხვარების შევსების მიზნით. საზაფხულო დავალებების მიცემა.

14 ივნისი

მკითხველთა კლუბი „მერმისი“

კლუბში გაწევრიანების მსურველთა განცხადების ფორმა

                                         
სახელიგვარი ...........................................................................
სკოლა ........................................................................................
საკონტაქტო ინფორმაცია
(მისამართიტელეფონი)...........................................................
სურვილი მაქვს გავხდე კლუბის წევრი . გთხოვთჩამრიცხოთ კლუბ ,,მერმისში“.

----------------------------------
თარიღი : ...................



კლუბის ლიდერი

სანდრო ჭუმბაძე

წევრები:
ანა ბარამაძე
სოსო გოგბერაშვილი
ლუკა გაჩეჩილაძე
მარიამ ებანოიძე
ელენე ლელაძე
ორბელაძე საბა
მარიამ ტუკვაძე
ქეთი ფერაძე
ქავთარაძე ზურაბ
ღიბრაძე დაჩი
შუბლაზე ლიკა
შუბლაძე ქეთი





























წავიკითხეთ და განვიხილეთ "თოლია ჯონათან ლივინგსტონი"  26.10.2018 წ.












მორიგი შეხვედრა
წავიკითხეთ და განვიხილეთ ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვა" 



  ვსაუბროთ თემურ ბაბლუანის რომანზე "მზე მთვარე და პურის ყანა"

სტუმრობა დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში









მკითხველთა კლუბ „მერმისის“  წევრთა   საზაფხულო დავალებები   2018-2019 სასწავლო წელი
აირჩიეთ და წაიკითხეთ თქვენთვის სასურველი ნაწარმოებები
მიხეილ ჯავახიშვილი - მოთხრობები -  "ცხრა ქალწული", დამპატიჟე, "ქურდი", "ფინჯანი", "კურდღელი", "მიწის ივილი" "ორი შვილი" , "პატარა დედაკაცი", „ჩანჩურა“ .  რომანი - „არსენა მარაბდელი“
კონსტანტინე გამსახურდია -მოთხრობები, ნოველები -    მკვდართან შეხვედრა,   საათები, დედავ, მისტიურო ქალო! ,      დამსხვრეული ჩონგურინაპოლეონი,   ტაბუ, ქოსა გახუ,  პორცელანი/
ჯემალ ქარჩხაძე - „დავითი და ანტონიო“
დავით კლდიაშვილი -  , „ქამუშაძის გაჭირვება“ , „ირინეს ბედნიერება“
 თამრი ფხაკაძე - „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“
ვიქტორ ჰიუგო - „საბრალონი“, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“
ემილ ზოლა - „ქალთა ბედნიერება“ „აბე მურეს შეცოდება’
სელინჯერი - „თამაში ჭვავის ყანაში“
ხულიო კორტასარი -  "მიტაცებული სახლი", "ცის კარიბჭე", "აქსოლოტლი", "თამაშის დასასრული", "ეშმაკის დორბლი", "მდევარი" , "სამხრეთ გზატკევილი"
გუსტავ ფლობერი - „სალამბო“
ონორე დე ბალზაკი - „მამა გორიო“ „ შაგრენის ტყავი“
ლევ ტოლსტოი - „ანა კარენინა“, „ომი და მშვიდობა“
დოსტოევსკი - „ძმები კარამაზოვები“, „ეშმაკნი“
ბულგაკოვი - „ოსტატი და მარგარიტა“

 რეი ბრედბერი -451º ფარენჰაიტით

კონსტანტინე გამსახურდია - „დავით აღმაშენებელი“

წაიკითხეთ ეს წიგნები ( შეგიძლიათ  დაამატოთ სხვა წიგნებიც)  და  ჩაიწერეთ ნაწარმოებთა პრობლემატიკა, ავტორის მიზანდასახულობა, თქვენი შტაბეჭდილებები, გაავლეთ პარალელი სხვა ტექსტთან... ეს დაგეხმარებათ წერის დროს შეძლოთ არგუმენტირებული მსჯელობა.
ზაფხულის ბედნიერად  ნაყოფიერად გატარებას გისურვებთ.
  სიყვარულით  ნესტან გოგოლაძე                                                                     2019 წელი,  14  ივნისი



No comments:

Post a Comment