Wednesday, 17 October 2018

  განცხადება
  ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ ბაზაზე მოსწავლეთა იდეით 2015 წელს შექმნილი მკითხველთა კლუბი განაახლებს მუშაობას 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.    
     კლუბს უხელმძღვანელებენ ლიდერი მოსწავლე და კურატორი მასწავლებელი. ველოდებით ახალ წევრებს. 2018-2019 წლის მუშაობის შესახებ განთავსდება ინფორმაცია მოცემულ გვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება იგი.
     კლუბში გაწევრიანება შეუძლია სკოლა "ორნატის" მე-7 -მე-11 კლასის მოსწავლეებს. 
   კლუბის წევრობის მსურველები მობრძანდით  18 ოქტომბერს, 14 საათზე, დაგეგმილ შეხვედრაზე  სკოლა „ორნატის“ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში , შეავსეთ განაცხადის ფორმა , გაეცანით წესდებას და მონაწილეობა მიიღეთ სამოქმედო გეგმის შედგენასა და ლიდერი მოსწავლის არჩევაში.


კლუბის კურატორი ნესტან გოგოლაძე
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.





მკითხველთა კლუბი „მერმისი“



კლუბში გაწევრიანების მსურველთა განცხადების ფორმა

                                         
სახელი, გვარი ...........................................................................
კლასი........................................................................................
საკონტაქტო ინფორმაცია
(მისამართი, ტელეფონი)....................................................................................
სურვილი მაქვს გავხდე კლუბის წევრი . გთხოვთ, ჩამრიცხოთ კლუბ ,,მერმისში“.

----------------------------------
თარიღი : ...................

Tuesday, 16 October 2018

მკითხველთა კლუბი "მერმისი"

2015 წლის იანვარში სკოლა "ორნატის" მოსწავლეებს გაუჩნდათ იდეა
დაეარსებინა მკითხველთა კლუბი, რომელსაც სახელად უწოდეს "მერმისი".
კლუბის კურატორი ვარ მე , ნესტან გოგოლაძე.
 ამ პერიოდიდან მოყოლებული საკლუბო მუშაობაში  აქტიურად არიან ჩართულნი სკოლა "ორნატის" სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, ვიკრიბებით თვეში ორჯერ, ვკითხულობთ წიგნებს, ვაანალიზებთ, ვმსჯელობთ , ვგეგმავთ სხვადსხვა ღონისძიებას.









ჩემ შესახებ

   მე ვარ ნესტან გოგოლაძე. 
 1999-2005 წლებში ქ.ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში
 ფილოლოგიის 
ფაკულტეტზე. მაქვს ქართველური ენების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

  2006 წლიდან დღემდე  ვმუშაობ სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის  პროფესიულ 
სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტერატურული განყოფილების გამგედ . 
   2010 წლიდან კი მუშაობა დავიწყე ზესტაფონის არასახელმწიფო სკოლა "ორნატში"
 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ვარ უფროსი მასწავლებელი.